ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მესამე პროექტი საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩაზე განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვა უკვე განხორციელდა და შპს „ჯორჯიანჰაუსია“ გამარჯვებული კომპანია.
„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა. ველოდებით საბოლო პროექტს. შემდეგ ნებართვა გაიცემა. დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება აღნიშნული პროექტის დასრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ფოტო-მასალა წარუდგინა, თუ რა მდგომარეობაშიასაცხოვრებელი კორპუსი ამჟამად.
„პროექტის ფარგლებში, მესამე ხარისხის ავარიულობის მქონე 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიშლება. აღნიშნულ მისამართზე 17 ოჯახი ცხოვრობს. მათ ახალი, გარემონტებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. ამ პროექტით, მათ ჩანაცვლებასშევძლებთ, თუმცა, აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. არის შემთხვევები, ჩაშლილა მოლაპარაკებები, რადგან იმაზე მეტ ფართსითხოვენ, ვიდრე მათ აქვთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.