იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე, განათლების მიმართულებით განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე, ტურისტულ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე. ასევე, მხარის გუბერნატორმა იმერეთის რეგიონში, აშშ-ს საელჩოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
,, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმერეთში სტუმრობისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით და გვერდით დგომით, მხარეში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. იმედს ვიტოვებ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და ერთობლივად შევძლებთ საინტერესო პროექტების შექმნას. იმერეთში საკმაოდ ბევრი პროექტი პარტნიორი ქვეყნების დახმარებით ხორციელდება, მათ შორის აღსანიშნავია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც რეგიონში, ბოლო ორი წლის განმავლობაში 69 656 927 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა პარტნიორ ქვეყანას გიხდით მადლობას იმერეთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ - აღნიშნა აშშ-ის ელჩთან საუბრისას მხარის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.
,,დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ქალბატონ კელი დეგნანთან. ვისაუბრეთ ჩვენი ქალაქის აწმყოზე, მომავალზე, გამოწვევებსა და იმ საერთო პროგრამებზე, რომლებსაც ამერიკის საელჩო და USAID ახორციელებს ქუთაისში, ასევე იმ პროექტებზე, რომლებშიც მომავალში გვინდა ჩავერთოთ”, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ასევე ისაუბრეს რეგიონის მასშტაბით არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაძლიერებაზე. საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა 30 წელს მოიცავს.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ოფიციალური ვიზიტი იმერეთის რეგიონში გრძელდება. კელი დეგნანი სხვადასხვა დაწესებულებას ესტუმრება და მათი მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს ადგილზე გაეცნობა.
სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრა აშშ-ის ელჩის იმერეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.