თბილისში, რუსთაველის გამზირზე საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
08-12-2022, 19:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მიხეილ რობაქიძის ფოტო: თბილისი, რუსთაველის გამზირი, 2022 წლის 2 დეკემბერი

 

საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირიდან, კერძოდ, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ვაჩნაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 9 დეკემბრის 01:00 საათამდე და 9 დეკემბრის 12:00-დან 23:00 საათამდე იმოქმედებს.

 


დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილისა და ფურცელაძის ქუჩებიდან, ხოლო თავისუფლების მოედნიდან გადაადგილება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით აიკრძალება.

 


რაც შეეხება თავისუფლების მოედნიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გუდიაშვილის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, მესხიასა და ინაშვილის ქუჩების საშუალებით გადაადგილდებიან, ხოლო მთაწმინდის დანარჩენი ქუჩებიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით,გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, კაკაბაძის, მაყაშვილისა და ბარნოვის ქუჩების გამოყენებით.

 


მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები, რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შემდეგ, მარცხნივ მოხვევით, ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

 


საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს: ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩებით, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსდაუკავშირდება.

 


უკუმიმართულებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩაზე, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებს.

 

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი