[ვიდეო] გიული ალასანია: თხოვნა არის ასეთი - ან გადავადება, ან საერთოდ გათავისუფლება... ახალ წლამდე ეს ადამიანი ვერ გასტანს უბრალოდ
09-12-2022, 09:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიული ალასანია ითხოვს თავის შვილს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ან სასჯელი გადაუვადდეს, ან საერთოდ გათავისუფლდეს, რადგან მისი თქმით, ამის საფუძველს არაერთი ექსპერტის დასკვნა იძლევა.

 

 

„მთავარი არხთან“ საუბარში გიული ალსანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს და აცხადებს, რომ თუკი ზომები არ მიიღეს, ახალ წლამდე ყოფილი პრეზიდენტი „ვერ გასტანს“.

 

 

„ძალიან მძიმე მდგომარეობაა. დღეს, მაგალითად, რომ არ ყოფილიყო იქ ექთანი, უბრალოდ, მოკვდებოდა ადამიანი, ხომ? ვერ ჭამს საერთოდ. ასე, რაღაც, ორი ლუკმა როგორც კი შეჭამა, დაეწყო გულისრევა, მერე იხრჩობოდა, უბრალოდ... თხოვნა არის ასეთი, რომ - ან გადავადება, ან საერთოდ გათავისუფლება, იმიტომ, რომ ის დიაგნოზები, რომელიც არის უკვე წერილობითი ფორმით წარმოდგენილი, სხვადასხვა ექსპერტებმა გასინჯეს, იძლევა საფუძველს გასათავისუფლებლად. დღეს ძალიან უცნაურ განცხადებებს ვისმენდი, რომ ახალ წლამდე და ერთი თვე სჭირდება თურმე და ა.შ. სრულიად მიუღებელია, ამდენი ხანი ეს ადამიანი ვერ გასტანს უბრალოდ და თუ გადაწყვიტეს, თუ სიკვდილი აქვს მისჯილი, მაშინ გაგვაგებინონ“, - განაცხადა გიული ალასანიამ. ვიდეო იხილეთ ბმულზე. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი