"რით არიან აღფრთოვანებულნი უმრავლესობის ლიდერები (გუშინდელი გამომსვლელები პარლამენტში?!) - რა ერთმანეთზე უფრო არასერიოზულ და უაზრო პროპაგანდისტული გამოსვლა მოგვასმენინეს?!" - ასე აფასებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებს და აცხადებს, რომ ეს პარლამენტი არის "ქართველი ხალხის შეცდომა და ცუდი დანაშაული ბიძინა ივანიშვილისა ქართველი ხალხის წინაშე!"
გიორხელიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია სოციალური ქსელის მეშვეობით დააფიქსირა. იგი განაგრძობს:
"არაფერს ვამბობ უმცირესობის ლიდერების გამოსვლებზე, - ამ გამოსვლების შინაარსი, ფორმა და პათოსი ცნობილია და რაიმე ცვლილებებს უახლოეს ათწლეულში არ დაექვემდებარება, - ეს გამოსვლები უმრავლესობის გამოსვლების "მედლის მეორე" მხარეა მხოლოდ.
21 თებერვალი - უსუსტესი დღე უმცირესობა-უმრავლესობის საპარლამენტო მოღვაწეობისა:
ბრიყვული თვითდამშვიდება;
ბრიყვული კმაყოფილება;
ბრიყვული ფრაზეოლოგია და სრული კოლექტიური უპასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე!
ეს პარლამენტი - შეცდომა ქართველი ხალხის და ცუდი დანაშაული ბიძინა ივანიშვილისა ქართველი ხალხის წინაშე!
ეს არის გზა სრული უპერსპექტივობისაკენ.
(გუბაზ სანიკიძეს ეყო მხოლოდ ალღო ამ მარაზმიდან დისტანცირებული ყოფილიყო)." - ასე ასრულებს თავის განცხადებას დემურ გიორხელიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.