მთავრობის მეთაური საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლადდანიშნულ ელჩს ავსტრალიაში, ბექა დვალს შეხვდა
09-12-2022, 12:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლადდანიშნულ ელჩს ავსტრალიის თანამეგობრობაში, ბექა დვალს შეხვდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას მათ შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროებში. ყურადღება დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს.

 

ბექა დვალი პროფესიით სამართალმცოდნეა, მიღებული აქვს შედარებითი და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტში. აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება, 2012 წლიდან იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

ავსტრალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ამ დრომდე გიორგი დოლიძე იკავებდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი