მესტიის მუნიციპალიტეტში იდლიანის ტერიტორიულ ერთეულში 130 მეტრი სიგრძის დაკიდული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 402 310 (მილიონ ოთხას ორი ათას სამას ათი) ლარს შეადგენს.
ხიდის მშენებლობის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იდლიანის მოსახლეობისთვის. იდლიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ამ ხიდის მშენებლობა ოცნებადაც კი იყო ქცეული, მრავალი წლის განმავლობაში მოსახლეობას უწევს შემოვლითი საავტომობილო გზებით სიარული, რაც პრობლემას ქმნიდა, განსაკუთრებით დიდთოვლიანობის დროს, ასევე სასწრაფო დახმარების მიღებაც ხშირ შემთხვევაში დაგვიანებული აღმოჩენილა. ხიდის დარულების შემდეგ, მოსახლეობას იდლიანის ცენტრამდე 7 კილომეტრის მაგივრად ერთი კილომეტრის გავლა მოუწევს.
ხიდის მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT210004538) გამარჯვებული კომპანია შპს "სახარია" ასრულებს.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.