დიმიტრი მედვედევი: "თურქეთის ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებას სამი შედეგი მოჰყვა"
25-11-2015, 02:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად საფრთხე შეექმნა რუსეთ-ნატოს ურთიერთობას და ამავე დროს "შეირყა ხანგრძლივი კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, მათ შორის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში".


"თურქეთის ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებას სამი შედეგი მოჰყვა. პირველი, ეს არის რუსეთ-ნატოს შორის ურთიერთობის საშიში დაძაბვა, რასაც ვერც ერთი ინტერესით, მათ შორის სახელმწიფო საზღვრების დაცვით ვერ გაამართლებ. მეორე, თურქეთმა ფაქტობრივად, საკუთარი ქმედებებით "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა დაცვის დემონსტრირება მოახდინა, რაც გასაკვირი არ არის იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ თურქი მაღალჩინოსანს პირდაპირი ფინანსური დაინტერესება აქვს, რომელიც უკავშირდება "ისლამური სახელმწიფოს" კუთვნილ საწარმოებზე ნავთობპროდუქტების მიწოდებას. მესამე, შეირყა ხანგრძლივი კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, მათ შორის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ამ ზარალის ანაზღაურება რთული იქნება. ამის პირდაპირი შედეგი შესაძლოა გახდეს უარის თქმა მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე. თურქულმა კომპანიებმა კი შესაძლოა, რუსულ ბაზარზე პოზიციები დაკარგონ", - განაცხადა მედვედევმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი