მარნეულის სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლის პედაგოგი აფის პირიევი დირექტორმა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით კომისიას წარუდგინა
12-12-2022, 12:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის მასწავლებელი აფის პირიევი სკოლის დირექტორმა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის კომისიას წარუდგინა მას შემდეგ, რაც პირიევმა სამ საგანში - ისტორიაში, გეოგრაფიასა და ბუნებაში უფროსი მასწავლებლის გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

 

 

ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლის გეოგრაფიის, ისტორიის და ბუნების მასწავლებელი აფის პირიევი

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა უთხრა, აფის პირიევი კომპლექსურად არის ჩართული სასკოლო საქმიანობაში და მისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღება კიდევ უფრო მეტი სტიმული იქნება სამომავლო საქმიანობაში.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი მამედ პირიევი

 

 

„სკოლაში ასეთი პედაგოგი, რომელსაც სამ საგანში აქვს ჩაბარებული გამოცდა, სხვა არ გვყავს, აფის პირიევი ერთადერთი გამონაკლისია და გითხრათ სიმართლე, ჩვენი მუნციპალიტეტის სხვა სკოლებშიც არ ვიცი სხვა ვინმე, რომელსაც სამ საგანში შეიძლება ჰქონდეს გამოცდა ჩაბარებული. ძალიან განათლებული და წარმატებული პედაგოგია. იგი უკვე 15 წელია ასწავლის ჩვენს სკოლაში, ბავშვებს კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაშიც ეხმარება, ასევე, ძალიან უდგას გვერდში სკოლას სამეურნეო საკითხების მოგვარებაში.

 

 

 

ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლის გეოგრაფიის, ისტორიის და ბუნების მასწავლებელი აფის პირიევი

 

 

„გარდა ამისა, ზემო სარალის საარჩევნო უბანზე უკვე 10 წელია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრიცაა „ქართული ოცნებიდან“ და აქტიურად არის ჩართული როგორც საპარლამენტო და საპრეზიდენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რა თქმა უნდა, თავისი კომპეტენციისა და კანონის ფარგლებში, როგორც საარჩევნო კომისიის წევრი“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორმა, მამედ პირიევმა.

 

 

ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლის გეოგრაფიის, ისტორიის და ბუნების მასწავლებელი აფის პირიევი

 


ზემო სარალის საჯარო სკოლის ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი ფარვანა გადიზადე კი GUARDIAN.GE-ის ეუბნება, რომ პედაგოგი, რომელიც სამ საგანში წარმატებით აბარებს გამოცდებს, იმსახურებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას.

 

 

ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლის ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი ფარვანა გადიზადე

 

 

„10 წელია ამ სკოლაში ვასწავლი ინგლისურ ენას. 4 წლის წინ უფროსი მასწავლებელი გავხდი. მინდა ეს სტატუსი ყველა იმ პედაგოგმა მიიღოს, რომელიც ამას იმსახურებს და ერთ-ერთი ასეთი, ჩემი აზრით, აფის პირიევია. იგი ძალიან აქტიური მასწავლებელია. სამ საგანს ასწავლის და ძალიან ნოვატორულია. ბუნების გაკვეთილებს, მაგალითად, როცა ამინდი ამის საშუალებას იძლევა, ბუნებაში ატარებს, ნაცვლად საკლასო ოთახებისა. ბავშვებს უფრო მეტად მოსწონთ ასეთ გარემოში სწავლა. ხშირად დაჰყავს მოსწავლეები ექსკურსიებზე, ძალიან მეგობრულია, როგორც ბავშვებთან, ისე კოლეგებთან ურთიერთობაში.

 

 

ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლის ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი ფარვანა გადიზადე

 

 

„ვფიქრობ, ასეთი პროფესიონალი მასწავლებელი, სტატუსის ამაღლების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად მოტივირებული იქნება“, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის ფარვანა გადიზადემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი