ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსს უმასპინძლა
13-12-2022, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი იმყოფება. გენერალ დანიელ პეტრესკუს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების მნიშვნელობას, რეგიონში საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი.

 


ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ რუმინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე გენერლებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო წვრთნების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც. ქართულმა მხარემ გენერალ დანიელ პეტრესკუს მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი გენერალი დანიელ პეტრესკუ ნატო-ს ძირითად ჯგუფს და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების შესახებ ისაუბრეს.

 

 

დღესვე რუმინელმა გენერალმა ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაც მოინახულა. რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა დანიელ პეტრესკუმ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი