გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებულმა პროექტმა - სკოლამდელი განათლების სფეროში მუნიციპალური მართვის კომპიუტერული სისტემის მოდულის დანერგვის მიზნით მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვის შესახებ.
აღნიშნული პროექტით მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაღს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა.
კომპიუტერები საბავშვო ბაღებს გადასცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან და საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა მოადგილეებთან, რეზო ხეცურიანთან და მარიკა კოპალიანთან ერთად.
ინფორმაციას ცაგერის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.