სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე 123 პროექტია დაფინანსებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლილოს დასახლებაში განაცხადა, სადაც მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული საწარმო Ynnovas-ი გახსნა.
მისივე თქმით, ჯამში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქართული წარმოების განვითარებაში 350 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
"როგორც იცით, ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომელიც წარმატებით გრძელდება. დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე 123 პროექტი გვაქვს დაფინანსებული. ჯამში ეს არის ქართული წარმოების განვითარებაში ჩადებული დაახლოებით 350 მილიონი ლარის ინვესტიცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომლის თქმითაც, Ynnovas-ის გახსნა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია.
"ეს არის თვალსაჩინო მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის. აღნიშნული საწარმო 100 %-ით გადაამუშავებს ქართულ ნედლეულს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე ის სეზონურად დაასაქმებს ათასიდან 2 ათასამდე ადამიანს.
აღნიშნული პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო, ეს კომპანია კი ერთ-ერთი პირველია, რომელიც "აწარმოე საქართველოში" ჩაერთო. დღეს ჩვენ ვხედავთ თანამედროვე საწარმოს სახით კონკრეტულ შედეგს. მინდა ეს ყველას და განსაკუთრებით კომპანიის ხელმძღვანელობას და იმ დამფუძნებლებს მივულოცო, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში და აქ, ადგილზე დაიწყეს ბიზნესის კეთება. ეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, საწარმო "ინნოვასი" "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში აშენდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 4 მლნ აშშ დოლარამდეა და ეს საწარმო იქნება რეგიონში პირველი კონტრაქტული მწარმოებელი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტებს დაამზადებს.
"პირველ ეტაპზე უშუალოდ ფარმაცევტულ საწარმოში 50 ადამიანამდე დასაქმდება. ეტაპობრივად ეს ციფრი გაორმაგდება, სეზონურად კი შემდეგი წლიდან 500-600 ადამიანის დასაქმეა იგეგმება. საწარმო დაპროექტებულია გერმანელი და ქართველი ინჟინრების მიერ. კონსულტანტები არიან ევროპის წამყვანი სპეციალისტები ფარმაკოგნოზიაში", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.