[ვიდეო] ვიქტორ ჯაფარიძე: „მიშა სააკაშვილს ბევრი სისხლი უსვია ხელებზე, არ მეცოდება, სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს, მასზე უფრო დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია“
14-12-2022, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ მრავალგზის პარლამენტარმა, ვიქტორ ჯაფარიძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე კომენტირებისას თქვა, რომ იგი „ამ წუთში მესამე პრეზიდენტი კი არა, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავეა და მას ბევრი სისხლი უსვია ხელებზე“.

 


„ქართული ოცნებიდან“ სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის მიერ დაფუძნებულ „ხალხის ძალაში“ გადასულმა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილი „არ ეწყინება“, მოგვიანებით კი განმარტა, რომ სააკაშვილის სიკვდილი მის მომხრეებს უნდათ.

 

 

 


„მიშაზე უფრო მძიმე ავადმყოფები ჰყავს ამ ქვეყანას. ასეთი ლაჩარი პრეზიდენტი რომ გყავთ არ გრცხვენიათ?! მე მრცხვენია, ეგეთი ლაჩარი რომ გვყავდა. გვარამია ზის კაცურად იგერ, ხმას არ იღებს, სხვებმაც მოიხადეს სასჯელი, ვინ ტიროდა ასე, ასეთი მტირალა, ვაიმე დედიკო მიშველე, არა გრცხვენიათ? მე მრცხვენია... მე პრეტენზია მაქვს ამ ხელისუფლების მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საპყრობილეში და არის საავადმყოფოში, ამის პრეტენზია მაქვს ჩვენს ხელისუფლებასთან... არ მეცოდება, მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს, მიშა სააკაშვილზე უფრო დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია“...

 


...“დააცადეთ ამ ხალხს ცხოვრება, ქვეყანა წინ მიდის, მოასვენეთ ეს ხალხი, მიშას სიკვდილი იცით, ვის უნდა?! მის მომხრეებს, ვინც მარტო მიაგდო და კონტეინერში დატოვა“, - უთხრა ჟურნალისტებს ვიქტორ ჯაფარიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი