თბილისში „საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს გაიხსნება
14-12-2022, 11:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე გაიხსნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, ორბელიანის მოედანზე 13 იანვრის ჩათვლით, საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობა და მუსიკალური საღამოები გაიმართება.

 


„წლის მთავარი დღესასწაული გვიახლოვდება. 23 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“გაიხსნება და მინდა, ყველა მოგიწვიოთ. ორბელიანის მოედანი, 9 აპრილის ბაღი და ათონელის ქუჩა მოირთვება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციითა და ინსტალაციებით. 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, „საახალწლო სოფელში“ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირებისსადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობა,საღამოობით კი, მუსიკალური საღამოები ჩატარდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 


მისივე თქმით, საახალწლო გალაკონცერტი ევროპის მოედანზე, 31 დეკემბერს გაიმართება.

 


„31 დეკემბერს გელოდებით ევროპის მოედანზე, გალაკონცერტზე. ერთად შევხვდეთ 2023 წელს, ბედნიერი და უკეთესი მომავლის მოლოდინით.ყველაზე მთავარი მაინც ჩვენი განწყობა და სურვილებია, რადგან სასწაული სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ყველამ ერთად ვინატროთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, კეთილდღეობა ყველა ოჯახში, ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა, განათლებული და წარმატებული მომავალი თაობა, ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ერთად აღვნიშნოთ საახალწლო დღეები ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი