თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა ახალი საპარკო ინვენტარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარეგანათებას და დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.
„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაასრულა პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია. სკვერის ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურებული იყო და მძიმე მდგომარეობა გვქონდა. სამუშაოების ფარგლებში, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა ახალი საპარკო ინვენტარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარეგანათებას და დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. თარგებში ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. აღნიშნული სივრცე ყველანაირად კეთილმოწყობილია. დარჩენილია დასუფთავებისა და მორეცხვის სამუშაოები, რომელიც მომდევნო ორ დღეში დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
პუშკინის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.