ნიკა მელია: ოპოზიციიდან დეპუტატებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების საკითხზე იმის მიხედვით, გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს სააკაშვილს
14-12-2022, 13:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მიმაჩნია, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომელსაც სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა.

 

 

მისი შეფასებით, სააკაშვილის სასამართლო პროცესები გასცდა ერთი ადამიანის, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის, პრობლემის ფარგლებსდა ეს ყველას პრობლემაა.

 


„სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს ადამიანის ტყვეობაში ყოფნა ერთი წლის განმავლობაში. სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს ადამიანისთვის, თუნდაც ტყვეობაში მყოფი ადამიანისთვის, კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებების ჩამორთმევა. ამ ერთი წლის განმავლობაში სატელეფონო ზარის უფლებაც არ ჰქონდა. სასამართლო პროცესზეც კი არ მოჰყავთ, არ რთავენ დისტანციურად, მეტი რა არის, რაც შეუძლიათ, გაუკეთონ ტყვეობაში მყოფ ადამიანს და, პარალელურად, გქონდეს ეს მასკარადი სასამართლო პროცესის სახით. ნაკლებად გითქვამთ თქვენც, თქვენს მაყურებლებსაც, რომელი ხელისუფლების პირობებში მოკლეს ზვიად გამსახურდია. სახელმწიფომ, ახალმა თაობებმა, მომავალმა თაობებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი მოკლეს და ამან სახელმწიფო მრავალი წლით დაწია განვითარების გზიდან. ამიტომ ახლა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანა არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა. ყველას ამოცანაა, იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი თუ სხვა ოპოზიციური პარტიის, ან თუნდაც „ოცნების“, თუ დარჩა აზრიანი ამომრჩეველი, რომლისთვისაც სახელმწიფოებრიობა მნიშვნელოვანია. ჩვენ, ყველამ, უნდა გავიაზროთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გასცდა ერთი ადამიანის, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის, პრობლემის ფარგლებს. ეს ყველას პრობლემაა“, – განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების საკითხზე იმის მიხედვით, გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს სააკაშვილს.

 

 

„ამდენი დაავადება როდესაც აქვს, დასკვნა დასკვნაზე იდება, შენ კიდევ საუბრობ, რომ ერთი თვე გჭირდება, რათა რაღაც გამოიკვლიო, უბრალოდ, სულ მცირე, გინდა, რომ ადამიანი დარჩეს უუნარო. რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფოს, მის საუკეთესო ინტერესებს და მის მომავალს. ისევე, როგორც მიზანმიმართულად დააზიანა სახელმწიფო ძალიან ბევრმა ადამიანმა, როდესაც ზვიად გამსახურდიას კლავდნენ. იმავეს აკეთებს რატი ბრეგაძე, იმავეს აკეთებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მიმაჩნია, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს“, – თქვა ნიკა მელიამ, რომლის კომენტარს „პირველი არხი" ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი