ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალუდა თუთისანმა სოფელ ორბელში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა.
სოფელ ორბელში მიმდინარეობს 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 427 779 ლარი. სამუშაოები 2023 წლის 30 აპრილს უნდა დასრულდეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
სოფელ ორბელში, ასევე, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 209 780 ლარი. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა აქცენტი შესრულების ხარისხსა და ვადებზე გააკეთა.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.