სამგორის რაიონის გამგეობა ორხევში, მიხეილ გრიგორაშვილის ქუჩის
მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი, ჯამში, 8 500 კვ.მ
ფართობზე მოეწყობა, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო.
სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ვეკო 2017“ ასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.