საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალი კოდექსით
გათვალისწინებულ ცვლილებაზე ისაუბრა, რაც გამორიცხავს „რელიგიური ორგანიზაციების“
შესაძლებლობას, დაეხმარონ ცალკეულ პირებს, თავი აარიდონ სამხედრო სავალდებულო
სამსახურში გაწვევას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავის არიდების ძირითადი მიზეზი
სასულიერო პირის სტატუსის მოპოვებაა. მისი განცხადებით, ყველა რელიგიის
წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია, მაგრამ თუ მათი რელიგია და მრწამსი არ აძლევს
შესაძლებლობას გაიარონ სამხედრო სამსახური, ისინი გაივლიან ალტერნატიულ სამსახურს.
თავდაცვის მინისტრმა სამართლებრივ რეგულირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ
დისკრეციული პირობები არ ექნება არცერთ კონფესიას, მაგრამ დარჩება ალტერნატიული
სამსახური.
„დისკრეციული პირობები არ ექნება არც ერთ კონფესიას, თუმცა, მე უკვე აღვნიშნე და კიდევ
ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ შინაარსობრივი პრიმატი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა,
აღმატებული უნდა ყოფილიყო და ჩვენ ის პერიოდი ალბათ ვერ გავითვალისწინეთ, რომ ასეთი
პრობლემა შეიძლებოდა შექმნოდა ქვეყანას ამის გამო. ეს მომენტი გავუშვით, როდესაც ჩვენ არ
შევედით შინაარსობრივი ანალიზის გაკეთებაში, ის რეალურად ახორციელებს სასულიერო პირის
ფუნქციებს თუ არა. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ხელოვნური და მოგონილი იყო, ალბათ
ორიენტირებული ძირითადად ხელის მოთბობაზე. ეს აღარ იქნება, თუმცა იმ ალტერნატივას
ჩვენ ვტოვებთ, თუ ობიექტური მიზეზია, როდესაც ადამიანს უბრალოდ არ სურს, რომ გაიაროს
საბრძოლო მომზადება და დაიჭიროს ხელში იარაღი. მათთვის ისევ დარჩება ალტერნატიული
სამსახური“, - განაცხადა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.