12-სულიან დევნილ ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცემა
25-11-2015, 05:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმ 12-სულიან დევნილ ოჯახს ესტუმრა, რომელსაც თბილისში ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცემა. გაუსაძლის პირობებში მცხოვრები 12-სულიანი გოგინავების ოჯახი, კრიტერიუმების შესაბამისად, სულადობის გათვალისწინებით, ოთხოთახიან და სამოთახიან ბინებს მიიღებს.


განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახი, 6 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, წლების განმავლობაში ყოფილი ღვინის მაღაზიის შენობაში ცხოვრობს. მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა მრავალსულიანი დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობები ადგილზე მოინახულეს და ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.


გოგინავების ოჯახმა გულრიფშის რაიონის სოფელი ფშაფი აფხაზეთის ომის დროს დატოვა. ქალბატონმა მერიკო ტყემალაძემ 9 წლის, 7 წლის, 4 წლისა და 3 წლის შვილები აფხაზეთიდან უკრაინული გემით წამოიყვანა. დევნილი ოჯახი ორი წლის განმავლობაში ნათესავთან ცხოვრობდა, თუმცა ფართის სიმცირის გამო ვარკეთილში უმძიმეს პირობებში მოუხდათ გადასვლა.


20 წლის განმავლობაში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრების შემდგომ, გოგინავების ოჯახს, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 9.5 ქულა მიენიჭა და უახლოეს მომავალში ისინი თბილისში, ახალი ბინების მფლობელები გახდებიან.


შეგახსენებთ, რომ სამინისტრომ გამოაქვეყნა 456 დევნილი ოჯახის სია, რომლებიც თბილისის ზღვაზე, ე.წ. “ოლიმპიურ სოფელში“ და ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდულ, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში ბინებს მიიღებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი