ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძე მმოსახლეობას გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა.
ირაკლი ანდღულაძემ მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და ასევე, მომავალი წლის გეგმების შესახებ ისაუბრა.
2022 წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 23,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
საგზაო ინფრასტრუქტურა 62 ათას კვ.მფართობზე მოწესრიგდა; კაპიტალურიდა ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები 116 მისამართზე შესრულდა; სანიაღვრე და წყალარინებისქსელი 23 მისამართზე მოეწყო; გრუნტის დამჭერიკედლის მშენებლობა 16 მისამართზე განხორციელდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 8 მისამართზე დამონტაჟდა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 47 მისამართზე განხორციელდა; 5 სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა, კიდევ 5 მისამართზე დაზიანებებიშეკეთდა; ასევე, 6 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყო.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 197 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, 42 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი შეკეთდა; 38 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 33 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა.
გამგეობის მიმდინარე წლისბიუჯეტი, ისევე, როგორც მომავალი წლისორიენტირებულია მოსახლეობის სოციალურიპრობლემებისმოგვარებაზე. ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში, 8 700 ბენეფიციარი დაფინანსდა.
2022 წელს გამგეობამ 13 კულტურულ-სპორტული და შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარა, კიდევ 3 საახალწლო ღონისძიება წლის ბოლოს ჩატარდება.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გამგებელმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა სტუმრებს სიტყვით მიმართეს.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ახვლედიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები, ასევე, თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.