თავდაცვის მინისტრმა გორში ახლადაშენებული ყაზარმა გახსნა
17-12-2022, 13:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები
დასრულების ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გორში,
აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ახლადაშენებული
სამსართულიანი ყაზარმა გახსნა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი
თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი შენობა მინისტრმა თავდაცვის ძალების
მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად დაათვალიერა. უწყების
ხელმძღვანელმა პირებმა შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
თავდაცვის ძალებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში,
ყაზარმა ნატოს სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა. შენობა აღიჭურვა კონდიცირება-
ვენტილაციის სისტემით და მოეწყო სველი წერტილები, დაიგო ახალი იატაკი, განახლდა ჭერი,
კედლები და განათების სისტემები. ახლადაშენებულ ყაზარმაში განთავსდა ახალი ავეჯი და
ინვენტარი. ბრიგადაში ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც შესრულდა.

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის სრული განახლება მიმდინარე წლის
ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი