უკრაინაში მასობრივი აქციების შედეგად დაღუპულთა საპატივსაცემოდ ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.
უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ გაცემულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 22 და 23 თებერვალს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები, არ გაიმართება გასართობი ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და ცვლილებები შევა ტელე-რადიო გადაცემებში.
ევროპის მოედანზე კი გუშინ დაღუპული აქტივისტების გამოსამშვიდობებელი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა.
უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 18-20 თებერვალს ძალადობრივ დაპირისპირებებში 77 ადამიანი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.