უკრაინამ რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა. როგორც "ინტერფაქს უკრაინა" იტყობინება, კიევი ყველა რუსულ ავიაკომპანიას ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთას აუკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.
"ვთხოვ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მიიღოს ყველა ზომა და აცნობოს რუსულ მხარეს იმის შესახებ, რომ ყველა რუსული ავიაკომპანიისთვის საავიაციო სივრცე იხურება, ავიაკომპანიების ყველა სატრანზიტო ფრენა კი წყდება", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
მისი თქმით, აკრძალვა რუსულ სამხედრო ავიაციასაც ეხება. იაცენიუკის განმარტებით, კიევმა აღნიშნული ზომა სამხედრო და საგარეო პოლიტიკური ვითარების ესკალაციის გამო მიიღო, რადგან არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი უკრაინის ავიასივრცეს პროვოკაციებისთვის გამოიყენებს.
"ამიტომ ეს არის როგორც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ისე პასუხი რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებზე", - განაცხადა იაცენიუკმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.