ბათუმში, 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულებზე განთავსებულ რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლოკალიზებულია. რესტორანი მთლიანად დაიწვა, თუმცა ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, რესტორანი არ ფუნქციონირებდა, ფაქტთან დაკავშირებით კი უკვე მიმდინარეობს გამოძიება.
„დაშავებულები ამ დროისთვის არ გვყავს. მოგეხსენებათ, შემთხვევის დაწყებიდან ადგილზე იმყოფებოდნენ ყველა უწყების წარმომადგენლები. უფრო დეტალურ ინფორმაციას როგორც მერია, ასევე შსს, რომელიც შეისწავლის ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ხვალ მოგაწვდით“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა და ცეცხლი რესტორნის მთელ პერიმეტრზე გავრცელდა. მაშველებმა ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან და მიმდებარე შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ქარის გამო ხანძრის უფრო დიდ არეალზე გავრცელების საფრთხე არსებობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.