თბილისის მერიის „სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ კონფერენციაზე 2-წლიანი საქმიანობის შედეგები წარადგინა
20-12-2022, 19:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

2020-2022 წლის მონაცემებით, სოციალური მუშაკების მიერ, 70 000-მდე ოჯახში განხორციელდა „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ სოციალური მუშაკების ვიზიტი. მათგან 16 000-მდე ოჯახში, საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, 30 000 ბავშვის სკრინინგი ჩატარდა.სკრინინგის საფუძველზე, 30-მდე საქმეში გამოიკვეთა ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროება - ამის შესახებ თბილისის მერიის თბილისის მერიის „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ დირექტორმა დავით დოლიძემ კონფერენციაზე - „ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში“ განაცხადა.

 


დავით დოლიძემ კონფერენციაზე სააგენტოს საქმიანობის შესახებისაუბრა და ორი წლის ანგარიში წარადგინა. ამასთან, კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

 


„ჩვენი სააგენტოს საქმიანობა მთლიანად მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ორი წლის განმავლობაში, სოციალური მუშაკები გავანაწილეთდედაქალაქის მასშტაბით 30 ოფისში (ბაგა-ბაღების ტერიტორიაზე), ისინი ოჯახებში ვიზიტებს ახორციელებენ, რათა დაადგინონ ბავშვის და მისი ოჯახის საჭიროებები; განსაზღვრონ რისკები და ასეთის არსებობის შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი ზომები; იმუშაონ ცნობიერების ამაღლებაზე. გარდა ამისა, იმართება საინფორმაციო შეხვედრები საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლებთან, ბავშვთან და ოჯახთან დაკავშირებული პროგრამებისა და სერვისების შესახებ.

 


2020-2022 წლის მონაცემებით, სოციალური მუშაკების მიერ, 70 000-მდეოჯახში ვიზიტი განხორციელდა, საიდანაც 16 000-მდე ოჯახში, საჭიროებებისიდენტიფიცირების მიზნით, 30 000 ბავშვის სკრინინგი ჩატარდა. სკრინინგის საფუძველზე, 30-მდე საქმეში გამოიკვეთა ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროება; სოციალური მუშაკების მიერ, სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, ოჯახებთან კონსულტაციის საფუძველზე, 180-მდე ოჯახი რაიონულ გამგეობაში გადამისამართდა“, - განაცხადა დავით დოლიძემ.

 

 

ორდღიანი კონფერენცია იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის - „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ (Enhancing Healthcare Provision in Georgia's Penitentiary System) ფარგლებში მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 1
#1   jhon bill set
      
Shop yoga outfits for women that are soft, sweat-resistant, and designed to move with your flow. Shop yoga accessories with fast shipping
1 ივნისი 2025 02:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი