"ხელი ჩამავლეს უხეშად, კვერთხის წართმევა დამიპირეს, მკრეს ხელი და წამაქციეს" - მეუფე ილარიონ სამხარაძე guardian.ge-სთან პირველ კომენტარს აკეთებს
25-11-2015, 05:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეუფე ილარიონ სამხარაძე სამთავროს დედათა მონასტერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ guardian.ge-სთან პირველ კომენტარს აკეთებს. „ღვთისმშობელი მარიამის წმინდა კვართი ხომ საქართველოშია, ჩვენი ქვეყანა ქრისტეს დედულეთია, სამღვდელოება კი ქრისტეს დედულეთს შეურაცხყოფს“ - აცხადებს მეუფე ილარიონი და გიორგობის დღესასწაულზე, მღვდლების მიერ მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს იხსენებს.

 

 

„სამთავროს მონასტერში ხალხის დასალოცად მივედი. შევედი მონასტერში, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას საფლავები მოვილოცე, შემდეგ მომლოცველები მოდიოდნენ ჩემთან, რომლებსაც ვლოცავდი. სწორედ ამ დროს, წამოვიდა აგრესია მღვდლებისა და მონაზონებისგან. ხელი ჩამავლეს უხეშად, კვერთხის წართმევა დამიპირეს, მკრეს ხელი და წამაქციეს. ცალკე დედა ნინო სცემეს. განკვეთილს და სექტანტს მეძახდნენ. რატომ ვარ განკვეთილი? რატომ ვარ სექტანტი? ამ შემთხვევის შემდეგ, ვფიქრობდი მე ხომ არ ვიყავი რამეში მტყუანი, მაგრამ რაში? რა დავაშავე? ხალხის დალოცვა მინდოდა, მივედი ტაძარში და სამაგიეროდ რა მივიღე? - ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მე ვიცი, რატომ მომიძულა ქრისტეს სახელით მოქადაგე სამღვდელოებამ. ეს არ არის ჩემი დამცირების პირველი შემთხვევა, ასე გრძელდება წლების განმავლობაში. მდევნიან იმ ამბიდან დაწყებული, როცა ილია მეორის წინააღმდეგ აღვიმაღლე ხმა. ვის აინტერესებს, როგორ, რა მეთოდებით გახდა ის პატრიარქი? რადგან ვაპროტესტებდი სიცრუეს, ფარისევლობას, ფსიქიკურად დაავადებული მიწოდეს. დევნა სიმართლის გამჟღავნების შიშით - აი, ეს არის ყველაფრის მიზეზი. ვისი ბრალია ის, რომ ერი გამათხოვრებულია, მღვდლები კი თანამედროვე ბიზნესმენები გახდნენ. შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება, სიცრუეში აცხოვრებენ ხალხს, ებრძვიან ქართველობას და კლავენ მართლმადიდებლურ სულს. მაგრამ ქართველი ერი ძალიან გონიერია და იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ცხვრის ტყავში გახვეულ მგელს იცნობს და გაასამართლებს“ - აცხადებს მეუფე ილარიონი.

 


მეუფე ილარიონ სამხარაძე 1976-78 წლებში ბოდბის ეპარქიის ქორეპისკოპოსი იყო. 1978 წელს მღვდელმთავრის ხარისხის შენარჩუნებით, აღნიშნული ეპარქიის მმართველობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, 17 წელი მდუმარებაში გაატარა, ცხოვრობდა მარტო გარიყულაში. 2009 წლიდან კი ღია ცის ქვეშ აღავლენს ლოცვას მცხეთაში. მეუფე ილარიონის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი სწორედ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში, ორი დღის წინათ, გიორგობის დღესასწაულზე მოხდა. აღნიშნულ ფაქტს, სასულიერო პირები ამ დრომდე არ გამოხმაურებიან. ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა სამთავროს მონასტრის წინამძღვარმა, მამა ლაზარემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი