დედაქალაქის მერია თბილისის ბაგა-ბაღებში გამწვანების პროექტს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტი საბავშვო ბაღების ეზოების ახალი ნარგავებით შევსებას ითვალისწინებს. სკოლამდელი აღზრდის პირველი დაწესებულება, საიდანაც ეს პროექტი დაიწყება, N169 ბაგა-ბაღია.
„წლის ბოლოს კიდევ ერთ ძალიან კარგ პროექტს ვიწყებთ. ეს არის „გაამწვანე თბილისის ბაგა-ბაღები“, რომელიც საკრებულოში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის,რევაზ სოხაძის ინიციატივა იყო და სიამოვნებით გავიზიარეთ. პროექტის მიხედვით, ბაღის ტერიტორიაზე 200-მდე ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი დაირგვება. ეს სტანდარტი განევრცობა სხვა ბაგა-ბაღებზეც, რომლებსაც არ აქვთ გამწვანებული ეზო. ვიცი, რომ ბევრი მშობელი ინტერესდება ბაღის ინფრასტრუქტურით და ასეც უნდა იყოს.ბევრი ახალი ბაღი ავაშენეთ, ასევე, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. გვაქვს შემთხვევები, როდესაც გვიწევს შენობის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება, რადგან რეაბილიტაციასარ ექვემდებარება. პროექტის განხორციელებით, ბაგა-ბაღები უნდა იყოს კიდევ უფრო მეტად მოწესრიგებული და გამწვანებული, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, პატარებს გამწვანების სიყვარულითავიდანვე ჩავუნერგოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, პროექტის განხორციელება მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.