ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას ე.წ. მესაზღვრეებმა კიდევ ორი ადამიანი დააკავეს. ლევან ბეთლემიშვილი და ჯემალ ვაშაგაშვილი სოფლის განაპირას იმყოფებოდნენ, როდესაც ისინი დააკავეს.
დაკავებულების ახლობლების თქმით, ბეთლემიშვილს და ვაშაგაშვილს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავთ და ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადასულან. არსებული ინფორმაციით, ორივე დაკავებული ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 11 ადამიანი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.