ილია დარჩიაშვილი: დღეს, ნამდვილად, ისტორიული ვიზიტია საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუდის არაბეთის სამეფოში
22-12-2022, 10:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს ნამდვილად ისტორიული ვიზიტია საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუდის არაბეთის სამეფოში. ჩვენი მთავარი მიზანი იყო და ამ ვიზიტის მთავარი შედეგი არის ჩვენი კიდევ უფრო გაძლიერებული და გაღრმავებული ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ყურის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მოწმობს ამას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში განაცხადა.

 


მისივე თქმით, შეხვედრების ფარგლებში განისაზღვრა ყველა ის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესშია.

 


„ვიზიტს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დატვირთვა. ორმხრივი შეხვედრის დროს ტახტის მემკვიდრესთან, პრემიერ-მინისტრთან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან შინაარსიანი განხილვა. ჩვენ ამ შეხვედრების ფარგლებში შევეცადეთ, განგვესაზღვრა ყველა ის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც არის ინტერესი ორივე ქვეყნის და ჩვენ ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ აქტიურ მუშაობას. ჩვენ შესაბამისმა სამინისტროებმა მივიღეთ დავალება, რომ აქტიურად გავაგრძელოთ კოორდინაცია, იმ შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რომელიც ორ ქვეყანას აქვს სხვადასხვა სფეროში, ეს იქნება ტურიზმი, ენერგეტიკის სექტორი, თუ სხვა და ამ მიმართულებით როგორც ეკონომიკის სამინისტროები, ჩვენ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩავერთვებით პროცესში და შევუწყობთ ხელს მჭიდრო კოორდინაციას იმისთვის, რომ ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც განსაზღვრა ორმა ლიდერმა, ძალიან დროულად მოხდეს მათი რეალიზაცია და ძალიან დროულად იგრძნოს ორმა ქვეყანამ ამ თანამშრომლობის შედეგები,“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი