რუსეთი თურქეთთან ომს არ აპირებს, - ასეთი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს, რუსული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი განმარტებით, რუსეთის დამოკიდებულება თურქი ერისადმი არ შეცვლილა, მხოლოდ კითხვები გაჩნდა მოქმედ მთავრობასთან.
მისი შეფასებით, რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდება "დაგეგმილ პროვოკაციას" ჰგავს.
სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი თურქეთ-სირიის საზღვრის ჩაკეტვას მხარს უჭერს და მზად არის ამ მიზნით ზომები მიიღოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.