წელს, 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი სუვერენული უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამ ომთან მიმართებით საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიცია და სახელისუფლებო დონეზე დეკლარირებული რიტორიკა მეტყველებს იმაზე, რომ იგი არ შეესაბამება კონსოლიდირებული დასავლეთის პოლიტიკას, დასავლეთი მიერ წარმოებულ სტრატეგიას უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელიც სამხედრო შეიარაღებიდან დაწყებული, ყოველმხრივ დახმარებას უწევს თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას და უკრაინელებს!
უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობების პირთა მხრიდან, აღარაფერს ვამბობ ხელისუფლების ქვედა რგოლებზე, აგრეთვე, ხელისუფლების კონტროლირებადი მასმედიის და ხელისუფლებასთან აფილირებული "ცნობადი საზოგადო მოღვაწეების" მიერ, - ნიაღვარივით, პერმანენტულად, მოედინება:ანტიდასავლური, ანტიევროპული, ანტიამერიკული, გამიზნულად აგრესიული შინაარსის შემცველი განცხადებების მთელი არსენალი, რომელიც მიმართულია აშშ-ის მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსების, ევროკავშირის შემადგენელი ყველა სტრუქტურის და მასში მოღვაწე ევროპელი პოლიტიკოსების მისამართით, აგრეთვე, დასავლეთის იმ საექსპერტო წრეების ჩათვლით, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლების "დვურუჩნიკულ პოლიტიკას", რომელიც საგანგაშოდ სცილდება საქართველოს დასავლურ ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრირების - ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს! დიახ! პოლიტიკური რეალობა დღეს ასეთია და ხელისუფლების მიერ თუ იგი კვლავ გაგრძელდა, მაშინ საქართველო, არათუ ევროკავშირის და ნატო-ს წევრი სახელმწიფო გახდება, არამედ, ოკუპანტი რუსეთის საფარქვეშ მყოფი კვაზისახელმწიფო წარმონაქმნი, ანუ "დსთ-ს" და "ოდკბ-ს" - "საპატიო სუბიექტი" იქნება!
ქოცლიდერები სულ გადავიდნენ ჭკუიდან! მმართველი პარტიის თავმჯდომერე კობახიძემ უკრაინის ხელისუფლებას, პრეზიდენტ ზელენსკის ბრალი დასდო, რომ მათ - "სპეცოპერაცია დაგეგმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ "ცხელ ომში" ("მეორე ფრონტის გახსნა"!) ჩასათრევად", - როდესაც კიევმა 2021 წლის სექტემბერში, თურმე "ფარულად შემოაგზავნა" უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი! უკაცრავად, მაგრამ, როგორც ვიცით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ანუ 5 თვის შემდეგ, როცა თბილისში დააკავეს "შემოპარული" სააკაშვილი... მოკლედ, რუსების შიშით თუ დავალებით, ქოცლიდერები ისეთ აბსურდულ ანტიუკრაინულ (ანტიდასავლურ!) განცხადებებს აკეთებენ, რომ მალე ლუკაშენკოსთან ერთად ოკუპანტი რუსეთის მოკავშირეების რიგებში ჩაეწერებიან! როგორც ჩანს, ქოცლიდერების ამ შინაარსის რიტორიკა გამიზნულია, - "საქართველოს უკრაინის წინააღმდეგ "ცივ ომში" ჩასათრევად", - რაც მათი მოსაზრებით გაცილებით უსაფრთხოა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ვიდრე რუსეთის, ანუ პუტინის "განაწყენიანება"!.. ქოცლიდერების ამ ამორალურ პოლიტიკას, ისეთივე ბედი ელის, როგორიც სსრკ-ს მიერ დასავლეთის წინააღმდეგ წარმოებულ "ცივი ომს", ანუ - იგი დასრულდება უზნეო ქოცხელისუფლების სრული კრახით!
P.S. წუხელ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას, ყველა სენატორი და კონგრესმენი, რესპუბლიკელიც და დემოკრატიც ოვაციით შეხვდა, ისინი ოცდაერთჯერ (21) წამოდგნენ ფეხზე და მხურვალედ აპლოდირებდნენ ზელენსკის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს!!!
დღეს, უკრაინის მებრძოლ პრეზიდენტს ისე არსად ლანძღავენ, როგორც: რუსეთის, საქართველოს, ირანის, ჩრდილოეთ კორეის, სირიის და სხვა ამგვარი სახის რეჟიმების ხელისუფლებები! დიახ! ქოცხელისუფლება აშკარად, - "მდინარის დინების საწინააღმდეგოდ მიაცურებს საქართველოს", - რაც სავალალოდ დასრულდება, თუ ეს ხელისუფლება სასწრაფოდ, ვადამდელი, ლეგიტიმური არჩევნების გზით არ გადავირჩიეთ!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.