ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა სასამართლოს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენციის სიმპტომები აქვს
22-12-2022, 15:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მახასიათებლები შელახულია, არის მოუვლელი, აქვს დემენციის სიმპტომები, – ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა, ერიკ-დევიდ გოლდსმიტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა.

 


„როდესაც მიხეილ სააკაშვილი გამოვიკვლიე დიაგნოსტიკაში მეცნიერულ მეთოდებს ვიყენებდი. გადავამოწმე ჯერ სამედიცინო ისტორია, გავესაუბრე დედამისს, სამართლებრივ კრიტერიუმებს გადავხედე. ასევე „ვივამედის“ კლინიკაში ვიყავი და ფსიქიატრიული გასაუბრება შედგა მასთან. მე ჩავატარე ტესტები, როდესაც მის პიროვნებას ვაფასებდი.

 


ყველა ფაქტის შესახებ წავიკითხე დასკვნაში, რაც მომაწოდეს. მას არაჩვეულებრივი მეხსიერება აქვს მის წარსულსა თუ ბავშვობაზე. ასევე კარიერაზე. მაგრამ ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მას საშინელი მეხსიერება აღენიშნება. კონკრეტულად, მისი აზროვნების უნარები არის ნელი. ახლა კი შეუსაბამო სახით ახდენს საკუთარი თავის წარდგენას. შელახულია მისი ფიზიკური მახასიათებლები. აცვია მაისური, საიდანაც მუცელი უჩანს, არის მოუვლელი. ფრჩხილები მოსაწესრიგებელია. ეს დემენციის სიმპტომებია. ის ავლენს სისუსტეს, სკამიდან ადგომა უჭირს და სიარულიც უჭირს. მან დაიკლო წონაშიც.

 


დიდი შანსია, დემენცია ტოქსიკურ ელემენტებთან იყოს კავშირში, როგორიც არის ნახშირწყალი. ეს რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს. ის უნდა იყოს გაყვანილი ციხიდან დასავლეთის შესაბამის კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში, ან ამერიკა ან ევროპა, რომ მოხდეს დეტოქსიკაცია ამ ტოქსიური ელემენტების“,- განაცხადა ერიკ-დევიდ გოლდსმიტმა, რომლის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

 


ექსპერტ-ფსიქიატრი ფიქრობს, რომ ეს დიაგნოზი არის სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი