ტარიელ ხეჩიკაშვილმა ნონა გაფრინდაშვილს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა
25-11-2015, 06:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს სამინისტროში ლეგენდარულ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს უმასპინძლა და სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. შეხვედრას ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გია გიორგაძე დაესწრო.


სამინისტროს ინფორმაციით, იტალიის ქალაქ აქუი ტერმეში ჩატარებულ სენიორთა მოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკე საუკეთესო იყო. ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.


გაფრინდაშვილმა 65 წელს ზემოთ გამართულ ქალთა ჩემპიონატზე 9 ტურში 7.0 ქულა დააგროვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მსოფლიოს და საჭადრაკო ოლიმპიადის არაერთგზის გამარჯვებულმა ტიტულოვანმა მოჭადრაკემ საკუთარ კოლექციას ერთი მედალიც შემატა.


გაფრინდაშვილმა მე-2-ე ადგილზე გასულ თამარ ხმიადაშვილს 0.5 ქულით გაუსწრო. შესაბამისად, თამარ ხმიადაშვილს მსოფლიოს პირველობის ვერცხლის მედალი გადაეცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი