რუსთავში, ავარიული სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა
22-12-2022, 20:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, ავარიული სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ორი ადამიანი შემთხვევის ადგილიდან უვნებლად გამოიყვანეს.


რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, შემთხვევა ავარიული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა.


„მიმდინარეობდა კორპუსის რეაბილიტაცია-გამაგრება, რა დროსაც მოხდა ეს ფაქტი. მსხვერპლი, ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, არ არის. არის რამდენიმე ადამიანი დაშავებული მსუბუქად. უფრო მოგვიანებით, უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება. ადგილი, რომელიც ჩამოინგრა, იყო ყველაზე მეტად დაზიანებული. ამ ადგილიდან გაყვანილი იყო ოჯახი მუნიციპალიტეტის მიერ ქირით, იქამდე, სანამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდებოდა“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

 

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, ასევე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი