130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
23-12-2022, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები - ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი, ყოფილი მინისტრები და პარლამენტარები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, როემლშიც ნათქვამია, რომ დღეს ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი - უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიიის წინაარმდეგ და "როგორი იქნება ისტორიული ვერდიქტი ჩვენ მიმართ, თუ ქართული სახელმწიფო, ამ ისტორიულ დღეებში, მიხეილ სააკაშვილს, პუტინის “პირად მტერს”, ციხეში წამებით მოკლავს?"

 

საინფორმაციო სააგენტო GUARDIAN.GE განცხადებას სრულად გთავაზობთ.

 

„საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის შეფასება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ შემდეგია:


კონსილიუმის წევრი ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა, მათი ბოლო შეფასების (27.04.2022) შემდგომ, მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე. პაციენტის მდგომარეობა უწყვეტად უარესდებოდა ბოლო წლის და განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში, როდესაც პაციენტმა წონის თითქმის 30% დაკარგა.


სამწუხაროდ, განვითარდა კონსილიუმის მიერ არაერთხელ პროგნოზირებული ანორექსიის სიცოცხლისათვის საშიშ კახექსიაში გადასვლა და ამჟამად, პაციენტი იმყოფება აქტიური კატაბოლიზმის (თვითმონელების და ქსოვილების განლევის) ფაზაში, რასაც ადასტურებს ძალიან აჩქარებული წონის კლება – სექტემბრიდან წონა ჩამოვიდა 98 კგ- დან ამჟამინდელ 73.6 კგ-მდე.


კონსილიუმის წევრთა განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილს ჩაუტარდა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა რამოდენიმე პოლიპროფილურ კლინიკაში. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება. პაციენტის მართვა ვერ ხდება პროაქტიურ რეჟიმში (რაც ჩვეულებრივ პაციენტის მართვის სტანდარტია თანამედროვე მედიცინისთვის) და მკურნალობის მიდგომები შემოიფარგლება სხვადასხვა გართულებებზე რეაგირებით.


„წონის კლების სიჩქარე ბოლო თვეებში გასამმაგდა. ასეთი სისწრაფით კლებისას კი კრიტიკული BMI <14 ( რაც < 52 კგ-ს შეესაბამება) მიღწეულ იქნება 2-3 თვეში, რის შემდეგაც დაიწყება ორგანოთა სისტემების შეუქცევადი დაზიანება,“ - ამბობენ კონსილიუმის წევრები. მათი შეფასებით, პაციენტი სასწრაფოდ გადასაყვანია სხვა ქვეყანაში, რადგან საქართველოში მისი მდგომარეობა გაუარესდა და თან ეს იმ ფონზე, როდესაც მისმა მკურნალმა ექიმებმა ყველაფერი სცადეს.


კონსილიუმის წევრები ასევე ამბობენ, რომ პასუხი უნდა გაეცეს ავტორიტეტული უცხოელი ექიმის მიერ დასმულ კითხვას პაციენტის ორგანიზმში მძიმე მეტალების კვალის აღმოჩენის თაობაზე, რადგან მძიმე მეტალებით მოწმავლას ნამდვილად შეუძლია გამოიწვიოს ის სიმპტომები, რაც სააკაშვილს აქვს.


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესების ფონზე, ჩატარებული ანალიზებისა და კვლევის შედეგები ასევე გამოაქვეყნა ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელმა ჯგუფმაც დასკვნა ავლენს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, წამებასა და მძიმე ლითონით მოწამვლას.


„მისი მდგომარეობა საგანგაშოა. აშკარაა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არასათანადოდ მოეპყრნენ და აწამეს“, - განაცხადა მედიცინის დოქტორმა, 1997 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა მედიცინაში, ექიმმა ჯეიმს კობიმ. ” მის სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ემუქრება, თუ არ გადაიყვანენ დასავლეთის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც იგი სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო მკურნალობას მიიღებს”, - დასძინა ექიმმა კობიმ.


ამერიკელი ექსპერტები მიუთითებენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს პატიმრობით გამოწვეული ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც განუხრელად აუარესებს მის მდგომარეობას. ამასთან, მედიკოსთა ჯგუფმა მის ორგანიზმში აღმოაჩინა დარიშხანისა და მძიმე ლითონების, მათ შორის ვერცხლისწყლის კვალი.


ამიტომ ექსპერტები მკაცრ რეკომენდაციას უწევენ მის სასწრაფო გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში შეერთებულ შტატებში ან დასავლეთ ევროპაში, ერთი მხრივ, შემდგომი კვლევების ჩასატარებლად ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ადეკვატური დიაგნოსტირებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, დეტოქსიკაციის პროცედურის შეძლებისდაგვარად მჭიდრო ვადებში ჩასატარებლად შესაბამისი პროფილის კლინიკაში სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტების მიერ, რაც საქართველოს პირობებში შეუძლებელია.


„პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცა სულ მცირე 14 სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატი, რომელთაგან ზოგიერთს არ აქვს ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს ავტორიზაცია “, - განაცხადა მედიცინის დოქტორმა, შეერთებული შტატების წამყვანმა ტოქსიკოლოგმა დევიდ ე. სმიტმა. „ამ პრეპარატების მომაკვდინებელმა კომბინაციამ გამოიწვია ტვინის დისფუნქცია, მათ შორის, თეთრი ნივთიერების ატროფია პრეფრონტალურ კორტექსში, რომელიც პასუხისმგებელია თავის ტვინის მაკონტროლებელ ფუნქციაზე, და გაზარდა ავადობის და სიკვდილიანობის რისკი. ამიტომ აუცილებელია ამ წამლებისგან დაუყოვნებელივი დეტოქსიკაცია“, - დასძინა დოქტორ სმიტმა.

 

ამდენად, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის, ისე ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხდება და პროცესი წამებით სიკვდილით დასრულდება.


ჩვენ არ განვიხილავთ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხს. ჩვენ ვამბობთ: კონსტიტუციით სიკვდილით დასჯა აკრძალულია, ისევე როგორც წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ეს ასევე გამომდინარეობს საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ნორმებიდან. პრეზიდენტ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, წამებით მოკვდინება სისხლის სამართლის დანაშაულია და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ამასთან, ვინაიდან პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ, მისი ღირსების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფაზე პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფო ხელისუფლებას ეკისრება.


პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები. ფატალური შედეგი, არა მხოლოდ გააღრმავებს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლარიზაციას, არამედ მოსპობს მისი უახლოვეს მომავალში გადალახვის შანსსაც კი. გასათვალისწინებელია, რომ ქართულმა საზოგადოებამ დღემდე ვერ მოიშუშა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი მოკვდინების ტრავმა.


გაღრმავდება კითხვები საერთაშორისო თანამეგობრობაშიც: არიან კი ქართველები იმ ერთა სიაში, რომელებიც პატივს სცემენ კანონის უზენაესობის პრინციპებს და ძალუძთ დემოკრატიულად ხელისუფლებების მშვიდობიანი ცვლა და პოლიტიკური დევნის გარეშე თანაარსებობა.


და ბოლოს, დღეს ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი - უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიიის წინაარმდეგ. როგორი იქნება ისტორიული ვერდიქტი ჩვენს მიმართ, თუ ქართული სახელმწიფო, ამ ისტორიულ დღეებში, მიხეილ სააკაშვილს, პუტინის “პირად მტერს”, ციხეში წამებით მოკლავს?


შესაბამისად, მაღალკვალიფიციური კომისიების დასკვნით, პრეზიდენტ სააკაშვილის არსებულ მდგომარეობაში დატოვება არის მისი წამებით მოკვდინების აქტი, რაც არის უკანონობა, დანაშაული და საერთაშორისოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა რაც შეუქცევადად დააზიანებს ქვეყნის სტაბილურობას, საერთაშორისო იმიჯსა და ჩვენს ისტორიულ პერსპექტივას.


ამიტომ, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, არ უნდა ჩაგვითრიოს შურისძიების მორევმა; ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. იგი სასწარფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში. ეს არის ზეპარტიული მიზანი. ასეა სწორი ისტორიის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის პრინციპებიდან გამომდინარე.


მოგიწოდებთ ამ მიზნით გაერთიანებას!


გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, 2013-2018


დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2008-2012


ნემო ბურჭულაძე, 1990-1991 წლების პარლამენტის თავმჯდომარე დევნილობაში


ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2004-2008


დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2012-2016, (ჩანაწერით „ვუერთდები მოთხოვნას“)


სერგი კაპანაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, 2016-2020


მიხეილ მაჭავარიანი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, 2004-2012


ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, 2012-2018


ხათუნა გოგორიშვილი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების, კომიტეტის თავმჯდომარე, 2004-2012


გივი თარგამაძე, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, 2004-2012


ნინო ნაკაშიძე, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე-2004-2008


გედი ფოფხაძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე, 2016-2018


გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, 2017-2020


ავთანდილ დემეტრაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, 1996-2001


კონსტანტინე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, 2005-2015


გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2006-2016


ბესო ლოლაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, 2006-10010


ზაზა მეიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 2006-2016


ქეთევან ერემაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, 2006-2016


მაია კოპალეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, 2009-2019


ნონა წოწორია, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს (სტრასბურგი) მოსამართლე, 2008-2018


გეგა მგალობლიშვილი, პრემიერ-მინისტრი, 2008-2009


გელა ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, 2005-2008


გიორგი გაბაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, 2004-2007


კონსტანტინე გაბაშვილი, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრი, 1992-1993


იულონ გაგოშიძე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, 2008-2009


თორნიკე გორდაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი, 2012


მირზა (პაპუნა) დავითაია, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, 2009-2012


გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი, 2009-2012


ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, 2008


გიორგი ზედგინიძე, გარემოს და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 2012


პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, 2012-2014


თემურ იაკობაშვილი, ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, 2008-2011


დავით კეზერაშვილი, თავდაცვის მინისტრი, 2006-2008


ალექსანდრე კვიტაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2008-2010


ალექსანდრე (კახა) ლომაია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, 2004-2007, (ჩანაწერით "მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია")


გია ნოდია, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრი, 2008


ალექსი პეტრიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, 2012-2014


დავით სიხარულიძე, თავდაცვის მინისტრი, 2009


კობა სუბელიანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, 2008-2012


ეკა ტყეშელაშვილი, ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, 2010-2012


ანდრია ურუშაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2010-2012


ვერა ქობალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, 2010-2012


ირაკლი ღვალაძე , გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 2008

 

დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, 2009-2012


დავით ჩანტლაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 2007


ვალერი ჩეჩელაშვილი, ფინანსთა მინისტრი, 2005


ზურაბ ჭიაბერაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2012


გოგა ხაჩიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 2008-2012


თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, 2015-2016


ირაკლი აბესაძე, პარლამენტის წევრი, 2016-2020


ნაზი არონია, პარლამენტის წევრი, 2004-2008


ბიმურზა აფრასიძე, პარლამენტის წევრი, 1990-1991


ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრი, 2012-2016


ლადო გეგელაშვილი, პარლამენტის წევრი, 2004-2007


ნინო გოგუაძე, პარლამენტის წევრი, 2012-2016


დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის წევრი, 2008-2016


ლევან თარხნიშვილი, პარლამენტის წევრი, 2012-2016


მედეა თუშმალიშვილი, პარლამენტის წევრი, 1990-1991


რევაზ კემულარია, პარლამენტის წევრი, 1990-1991


მიხეილ მახარაძე, პარლამენტის წევრი, 2012-2016


ომარ მეგრელიძე, პარლამენტის დეპუტატი, 2012-2016


ლევან მეტრეველი, პარლამენტის წევრი, 2004-2008


ველოდი მირცხულავა, პარლამენტის წევრი, 1990-1991


ირმა ნადირაშვილი, პარლამენტის წევრი, 2012-2020


მაია ნადირაძე, პარლამენტის წევრი, 2004-2008


ნოდარ ნონიაშვილი, პარლამენტის წევრი, 1990-1991


ხათუნა ოჩიაური, პარლამენტის წევრი, 2008-2012


სერგო რატიანი, პარლამენტის წევრი, 2012-2020


გუბაზ სანიკიძე, პარლამენტის წევრი, 2012-2016


დავით საყვარელიძე, პარლამენტის წევრი, 2012-2015


მარიამ საჯაია, პარლამენტის წევრი, 2012-2016


თენგიზ ჩაჩავა, პარლამენტის წევრი, 1990-1991


გოგი ჩიქავა, პარლამენტის წევრი, 1990-1991


ვახტანგ ცაგარეიშვილი, პარლამენტის წევრი, 1990-1991


ნუგზარ წიკლაური, პარლამენტის წევრი, 2008-2016


ბეჟან ჯავახია, პარლამენტის წევრი, 1990-1991


ზურაბ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი, 2012-2016


კახაბერ მიქელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 2004-2008


კახაბერ სურგულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 2004-2008


გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2009-2016

 

დიმიტრი ქიტოშვილი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, 2005-2006


გურამ ჩალაგაშვილი, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, 2007-2013

 

უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი, 2012-2017

 

გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველი, 2009-2012


დავით რაქვიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი, 2013-2018


გიგი კალანდაძე, გენერალური შტაბის უფროსი, 2012

 

მალხაზ (კახა) აკიშბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, 2006-2009

 

ლევან ვარშალომიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, 2004-2012

 

გიგი უგულავა, თბილისის მერი, 2005-2014

 

სევდია ურეხელიძე, თბილისის მერის მოადგილე, 2013-2014

 

პაატა გაფრინდაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2004-2005

 

გია გეწაძე, საქართველოს (2003-2004) და უკრაინის (2015-2018) იუსტიციის მინისტრის მოადგილე

 

გიგი გიგიაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2014-2016

 

ირაკლი გიორგობიანი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2003-2012

 

ეკა გურეშიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2003-2005

 

მიხეილ დოლიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, 2010-2012

 

ჯაბა ებანოიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2009-2010


დავით იოსელიანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, 2008-2012

 

თამარ კოვზირიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, 2004-2008

 

გოჩა მამაცაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, 2009-2012

 

ვამიკო მოსიძე , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, 2004-2007

 

გიორგი მუჩაიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2006-2009

 

ანა ჟვანია, განათლების მინისტრის მოადგილე, 2008-2009

 

აკაკი სეფერთელაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, 2009-2012

 

გუგა სულხანიშვილი, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, 2004-2006

 

ნოდარ სურგულაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, 2008-2012

 

შოთა უტიაშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, 2012

 

ირაკლი ფორჩხიძე, რეინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2010-2012

 

ბათუ ქუთელია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2006-2008

 

გიორგი ყიფიანი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, 2009-2012

 

გიორგი ჩახნაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, 2009-2012

 

დავით ცხადაძე, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2008-2012

 

გიორგი ცხაკაია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2011-2012

 

დიმიტრი ძაგნიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2005-2012

 

ბელა წიფურია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, 2004-2008


ზვიად ჭეიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, 2008


მარინე ჭოღოშვილი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, 2008-2012

 

ელენე ხოშტარია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2007-2012

 

დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2012-2013

 

ლევან ჯუღელი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, 2003-2007

 

გია აბულაძე, აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრი, 2010-2012

 

ლევან ანთაძე, აჭარის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, 2008-2011

 

თემურ გაბაიძე, აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2011-2012

 

დონარა სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, 2011-2012

 

ავთანდილ ბოლქვაძე, აჭარის განათლების კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე, 2004-2006

 

ედნარ აბულაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე, 2006-2010

 

ტარიელ აბულაძე, ხულოს გამგებელი, 2005-2007


ელგუჯა ბაგრატიონი, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე, 2012-2014

 

რევაზ მიქელაძე, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე, 2007-2011


ოთარ ცეცხლაძე, ხულოს გამგებელი, 2004

 

მიხეილ ავალიანი, გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, 2007

 

ეკატერინე ეგუტია, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის " საქპატენტის" თავმჯდომარის მოადგილე, 2010-2014

 

ქეთევან იგნატოვი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2009-2012

 

ქართლოს ყიფიანი, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი, 2004-2006


გიორგი შონვაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე 2006-2013

 

რატი ჯაფარიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, 2013-2014

 

გიგი თევზაძე, ილიას უნივერსიტეტის რექტორი, 2004-2012

 

დავით ჩომახიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, 2010-2016

 

გია მამულაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, 2010-2013

 

აკაკი ხუსკივაძე, სსიპ ქ. თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დირექტორი, 2010-2013

 

ამ განცხადებას 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი შეუერთდა.

 

ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ხელმოწერის მსურველს შეუძლია დაუკავშირდეს რომელიმე ხელმომწერს და დაამატოს თავისი ხელმოწერა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი