მარტყოფის მონასტერთან მისვლა რეაბილიტირებული გზით იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყო. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გზა 30 წელზე მეტია არ შეკეთებულა და იმდენად დაზიანებული იყო, რომ ნალექიან ამინდში თითქმის გაუვალი ხდებოდა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და 3 სოფელს: სააკაძეს, მარტყოფს და ნორიოს როგორც ერთმანეთთან, ასევე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის გზასთან აკავშირებს. "აღნიშნული გზას VI საუკუნის ისტორიულ ძეგლთან - მარტყოფის ღვთაების ეკლესიასთან მივყავართ და ამიტომ ის ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია", -აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის 6,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნებისა და ავტოპავილიონების მოწყობას. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ხიდს და აშენდება კიდევ ერთი სახიდე გადასასვლელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სავალი ნაწილის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 მილიონ 333 ათას 330 ლარია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.