თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი სწავლება „თბილისი - 2022“ გაიმართა. სწავლება, სცენარით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციების შესაბამისად, ორ ეტაპად წარიმართა.
მოდელირებული სცენარის პირველი ეტაპით გათვალისწინებული იყო საჰაერო ხომალდის აფეთქების საფრთხე, კერძოდ, საჰაერო ხომალდზე ფეთქებადი მოწყობილობის გამოყენების მცდელობა ხმელეთზე, ხოლო მეორე ეტაპით - საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაცია - მოულოდნელი საავიაციო შემთხვევა აეროდრომზე.
სრულმასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობდნენ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საავარიო-ოპერატიული ცენტრის წევრები, „ტავ ურბან საქართველო“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თბილისის განყოფილების თანამშრომლები, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი დანაყოფი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომლები, განაღმვის სამსახურის სპეციალური დანაყოფი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შპს „საქაერონავიგაცია“, ავიაკომპანია „ჯეო სქაი“, შპს „ქალაქ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“, შპს „ჩემი ოჯახის კლინიკა“.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სრულმასშტაბიანი სწავლება რეგულარულად ტარდება. სწავლების მიზანია საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ეფექტურობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.