GUARDIAN.GE - საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან გორში შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში ისეთი მომენტია დამდგარი, რომ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზება მოხდება, სასჯელიც პერსონალიზებულია და თუკი ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ „ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზებული არ იქნება, ძალიან ცდება“.
„დღეს საქართველოში არის ისეთი მომენტი, ისეთი პერიოდი, რომ, მე გპირდებით ამას, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზება მოხდება. დღეს საქართველოში არის ისეთი პერიოდი, რომ, ვინ სად იდგა, ვის რა პოზიცია ჰქონდა, ვინ რას აკეთებდა, ეს არსად არ გაქრება და პასუხისმგებლობის პერსონალიზება მოხდება, ერთმნიშვნელოვნად. ეს ასე იქნება იმიტომ, რომ ისტორია სიცარიელეს ვერ იტანს... ვიღაცა რომ გამოდის და იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის 85%-ის სრული კონსენსუსია სად უნდა იყოს საქართველო და სად არის საქართველოს მომავლის ადგილი და უცებ ჩნდება შესაძლებლობა შემთხვევით, რომ ეს შენი ადგილია, გამოიყენო და წლები მოიგო, უფრო სწრაფად მიაღწიო ამ მიზანს, ვიღაცა გამოდის იდიოტი, ბოდიშით, და ამბობს, რომ ასეთი ევროპა არ უნდა. აბა, იმ 85% ადამიანებს ჰკითხოს, უნდათ ასეთი ევროპა თუ არა? აბა, იმ 85% ადამიანებს ჰკითხოს, იმათ უნდათ ასეთი უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტური მთავრობა, უნდათ?!
„პასუხსიმგებლობები პერსონალიზებული იქნება და გაითვალისწინეთ და ყველამ უნდა გაითავლისწინოს. მე ჩემს თავსაც ვეუბნები ამას, სასჯელიც პერსონალიზებულია და მაგალითად, ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, რომ მე წავედი პოლიტიკიდან და წავიდა იმისთვის, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და აი, ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზებული არ იქნება, ძალიან ცდება, ძალიან ცდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.