მოსკოვში, თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიამართა. ასობით ადამიანმა თურქეთ-სირიის საზღვართან, თურქული სამხედრო ავიაციის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება გააპროტესტა. აქტივისტებმა საელჩოს შენობას ქვები, კვერცხები და საღებავის ქილები დაუშინეს.
როგორც ბიბისის რუსული რედაქცია იტყობინება, დემონსტრანტების ქმედებების შედეგად შენობის რამდენიმე მინა ჩაიმსხვრა. იქვე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა რედაქციის კორესპოდენტის განცხადებით, სამართალდამცევებს დემონსტრანტების ქმედებისთვის ხელი არ შეუშლიათ.
როგორც "ბიბისი"-სთან საუბარში საელჩოს პრესატაშემ ორხან გაზიგილმა განაცხადა, საპროტესტო აქციის დროს საელჩოს თანამშრომლებს დერეფანში გასვლის ეშინოდათ. მცირე დაზიანება მიიღო რამდენიმე თანამშრომელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.