[ვიდეო] გიორგი მარგველაშვილი: მე არ მაქვს ილუზია, რომ რამე უნდა მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, ის ილუზია, რომ მე და წინა ხელისუფალმა მოაწერა ხელი და ეს გავლენას მოახდენს და გამოაშვებინებს სააკაშვილს, ამის ილუზია არ მაქვს
26-12-2022, 12:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებული ღია წერილი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას და „ისტორიის წინაშე თავის მართლების მცდელობას“ უფრო ემსახურება, ვიდრე იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ შეისმინოს ხელმომწერთა თხოვნა, გაათავისუფლონ სააკაშვილი.

 


მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ მას აქვს იმ პროცესის იმედი, რომელიც „დაიწყო და გაღრმავდება“.

 

 

 

 

„ამ წერილს აქვს რამდენიმე დანიშნულება - პირველი არის ის, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა. ეს წერილი ავლებს ნათელ ზღვარს სადისტსა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც არ უნდა რომ საქართველოში ჩადენილი იქნეას სისხლის სამართლის დანაშაული ანუ პატიმრის წამებით მოკვდინება. აი, ეს არის აქ განსხვავება - ან ხარ სადისტი და კრიმინალი, იმიტომ, რომ აწამებებ ადამიანს, ან უბრალოდ ამბობ, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს სწორი ფორმით. ეს არის ისტორიის წინაშე ჩვენი თავის მართლების მცდელობა იმიტომ, რომ ის რაც დღეს ხდება, ჩვენ, ქართველებს, რომელმაც პირველი პრეზიდენტი მოვკალით, არ გვაძლევს კარგ შანსს ისტორიის თვითშეფასების კონტექსტში და მცირე, მაგრამ მცდელობაა, გავიმართლოთ თავი ისტორიის წინაშე. მე არ მაქვს ილუზია, რომ რამე უნდა მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს ან „ქართულ ოცნებას“. ის ილუზია, რომ ახლა, მე და საქართველოს ფაქტობრივად მანამდე მყოფმა ხელისუფალმა მოაწერა ხელი, ეს გავლენას მოახდენს და გამოაშვებინებს, აი, ამის ილუზია მე არ მაქვს. მე მაქვს იმედი პროცესის - პროცესის, რომელიც უბრალოდ დღეს დაიწყო და გაღრმავდება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.

 


130-ზე მეტმა ყოფილმა თანამდებობის პირმა - მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირებმა - გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა, როემლშიც ნათქვამია, რომ დღეს ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი - უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიიის წინაარმდეგ და "როგორი იქნება ისტორიული ვერდიქტი ჩვენ მიმართ, თუ ქართული სახელმწიფო, ამ ისტორიულ დღეებში, მიხეილ სააკაშვილს, პუტინის “პირად მტერს”, ციხეში წამებით მოკლავს?"

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი