თბილისის მერმა, მედიასთან საუბრისას, დედაქალაქში საცობების გამომწევ მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული საცობები ბოლო წლებში კერძო ავტომობილების რაოდენობის რეკორდული ზრდის შედეგია.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია ძალისხმევას არ იშურებს, რომ პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით გადაიჭრას. მანვე აბსურდული უწოდა აღნიშნულ თემაზე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს.
„ოპოზიციაში საერთოდ სატრანსპორტო პოლიტიკის გაგებაში არ არიან და წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გაკეთდეს ქალაქში ამ მიმართულებით. რაც შეეხება საცობებს, თბილისში, განსაკუთრებით პიკის საათებში, ფიქსირდება კერძო ავტომობილების რეკორდული მაჩვენებელი. 2012 წლამდე, დაახლოებით, 180 000-მდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა დედაქალაქში. დღეს, პიკის საათებში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება და წარმოიდგინეთ, ეს რიცხვი მუდმივად მზარდია. ყოველწლიურად კერძო ავტომობილების რაოდენობა იზრდება. რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? უნდა დავუპირისპიროთ ერთი რამ - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული. ამისთვის ვმუშაობთ, ამისთვის ვაკეთებთ ამდენ გამზირს, ქუჩას. იხაზება და კეთდება შესაბამისი ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეძლოს კომფორტულად გადაადგილება. ახალს არაფერს ვიგონებთ, ვაკეთებთ იმას, რაც განვითარებულმა ქალაქებმა თავის დროზე გააკეთეს, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.