კახა კალაძე: ამ ევროპარლამენტარებს, როგორც ჩანს, არ აქვთ ინფორმაცია, რა დამოკიდებულება იყო პატიმრების, ბიზნესსექტორისა და მედიის მიმართ წლების წინ
26-12-2022, 14:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


კონკრეტული ევროპარლამენტარები გვევლინებიან საქართველოს ე.წ მხარდამჭერებად, სინამდვილეში, ვიცით, ვისი და რისი მეგობრები არიან, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ შესაბამის კითხვის საპასუხოდ.

 


მან კატეგორიულად მიუღებელი უწოდა იმ ევროპარლამენტარების განცხადებებს, რომლებიც საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზე საუბრობენ.

 


„ევროპარლამენტარები, რომლებიც გვევლინებიან საქართველოს ე.წ მხარდამჭერებად, სინამდვილეში, ვიცით, ვისი და რისი მეგობრები არიან. არ ვიცი, როგორ უნდა უსურვო ადამიანს ის, რომ საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე გამოსცადონ, რასაც ხალხი განიცდიდა 2012 წლამდე, ბოლო 9 წლის განმავლობაში. ამაზრზენია ეს განცხადებები, რასაც ვისმენთ. დავიჯერო, ამ ადამიანებს არა აქვთ ინფორმაცია და არ იციან, რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში? არ იციან, რა დამოკიდებულება იყო პატიმრების, ბიზნეს სექტორის, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების, მედიის მიმართ და დღეს ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა?!“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი