თავისუფლების მოედანზე პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სკვერი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.
„დავამთავრეთ პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია, რომელიც მთლიანად მოწესრიგდა და შესაძლებლობების ფარგლებში გაფართოვდა. გარდა ამისა, დაირგო ხე-მცენარეები; რეაბილიტირდა გარე განათება, ისე, რომ შეინარჩუნა პირვანდელი სახე; განთავსდა ახალისაპარკე ინფრასტრუქტურა. შადრევანიც განახლებულია და გაზაფხულიდან, რა თქმა უნდა, ჩაირთვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ტერიტორიაზედამატებით მოეწყო გამწვანებული სივრცეები და შეიცვალა გამწვანებული თარგების გეგმარება, გარდა ამისა, რეაბილიტირდა პუშკინის ბიუსტის კვარცხლბეკი.
სამუშაოების ფარგლებში, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა ახალი საპარკე ინვენტარი, რეაბილიტირდაგარე განათება და დამატებით დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობისსისტემა.
თარგებში ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები: ტერიტორიაზე შევიდა 656 კუბური მეტრი ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგო 758 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავები, მოეწყო სარწყავი სისტემა და 890 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.
სკვერის სამშენებლო სამუშაოები 1 400 800 ლარი დაჯდა, ხოლო ძეგლის კვარცხლბეკის რეაბილიტაციის ღირებულება 2397 ლარია.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.