საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკში დღეს საახალწლო ღონისძიება იმართება. ღონისძიება 14 საათზე დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მისულ სტუმრებს საშობაო ბაზრობა ,ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დახვდათ.
ბავშვებისთვის მოეწყო სივრცეები, წარმოდგენები. ღონისძიებაზე მოსული სტუმრების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავენ, თოვლის ბაბუა კი მათ საჩუქრებს ურიგებს.
მოეწყო საკარნავლო მსვლელობა.
დღის ბოლოს ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება, თემურ თათარაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი და ჯგუფი ბანი ახალქალაქელებისთვის იმღერებენ.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.