კრწანისში, ოკუპაციას შეწირულთა სახელობის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა და წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა
26-12-2022, 17:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ფონიჭალა 3-ში, ოკუპაციას
შეწირულთა სახელობის სკვერი გაიხსნა. ახლად რეაბილიტირებული სკვერის
გახსნასთან ერთად, წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო-ანიმაციური პროგრამა მიმდინარეობდა.
ჯამბაზებმა ადგილზე მოსული პატარების განწყობაზე იზრუნეს. პატარებთან
შესახვედრად სკვერში სანტა-კლაუსი და ელფიც იმყოფებოდნენ. ღონისძიებაზე
წარმოდგენილი იყო ილუზიონისტის შოუ, ანიმატორი მასკოტები, სარკეებიან
ფორმაში კოსტიუმირებული გმირი და სახეზე მომხატველები. საბავშვო ნაწილის
დასრულების შემდეგ, ღონისძიება მუსიკალურად ბენდმა „1/4“ გააფორმა.

 

სკვერის გახსნას თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, კრწანისის
რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე
დაესწრნენ.


„ოკუპაციის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დავიწყეთ. ამ
პროექტისთვის 513 000 ლარი გამოიყო. უამრავი სამუშაო განხორციელდა -
რეაბილიტირდა საფეხბურთო და საკალათბურთო სტადიონები, შეიცვალა
ინფრასტრუქტურა, სკვერმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და იმედი მაქვს,
ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება“, - აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი