ვერც ერთი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა იყოს, ვერ შეძლებს, შეაჩეროს პროექტები, რაც თბილისის კეთილდღეობისკენაა მიმართული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შესაბამის კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტს, თბილისი განვითარებასა და აღმშენებლობას განაგრძობს.
„არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს. 2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ და არცერთ ჩვენს წამოწყებას, რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას მათი მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია. რამე გაფუჭდა ამით?! ქალაქი განაგრძობს განვითარებას, აღმშენებლობას. ვერცერთი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა იყოს, ვერ შეძლებს, შეაჩეროს პროექტები, რაც თბილისისა და თბილისელების კეთილდღეობისკენაა მიმართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.