საცხოვრებელი ფართები, რომელშიც ათეულობით წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, კიდევ 150 ოჯახს დაუკანონდა
27-12-2022, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება.

 

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.

 

თბილისის მერმა კახა კალაძე და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისის რვა რაიონში მცხოვრებ 150 ოჯახს გადასცეს.
„დღეს, სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 150 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მინდა, მივულოცო მათ. წინასაახალწლოდ ეს ძალიან დიდი სიხარულია. ისინი წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, სადაც უკვე ათეულობით წელია, ცხოვრობენ. 2017 წელს, არჩევნებში თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა და ამ პროგრამის განხორციელება მაშინვე დავიწყეთ. მას შემდეგ ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. რა თქმა უნდა, პროგრამას ვაგრძელებთ. კერძო საკუთრებაში უკვე გადაცემულია 300 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონება, რომელიც მანამდე სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო. ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ და მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ დაუკანონდეთ საცხოვრებელი ფართები. ძალიან მიხარია, რომ ამდენ ბედნიერ ადამიანს ვხედავ და კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები და თბილისის რაიონების გამგებლები.

 

პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 2500-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში კი დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი