GUARDIAN.GE - ბევრჯერ მიფიქრია რამდენად რთული იყო ჩემი ცხოვრება, მაგრამ ვუძლებდი, ვუძლებდი და გავუძელი კიდეც. ზეწოლა იყო მრავალი მხრიდან, მაგრამ გავუძელი და ეს მე შემაძლებინა ხალხის სიყვარულმა,- ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ საპატრიარქო რეზიდენციაში 25 დეკემბერს, მისი აღსაყდრებიდან 45 წელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.
ვიდეომასალას საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს.
„ქალბატონებო და ბატონებო, ისტორიული დღეა. ბევრჯერ მიფიქრია და მინატრია, რამდენად რთული იყო ჩემი ცხოვრება, მაგრამ მე არ მინდოდა სიცოცხლე. მაგრამ ვუძლებდი, ვუძლებდი და გავუძელი კიდეც. მე შემაძლებინა ხალხის სიყვარულმა, სიყვარული სცოდნია ქართველ ხალხსა არაჩვეულებრივი, თავდადებული და ძლიერი. ზეწოლა იყო მრავალი მხრიდან, მაგრამ გავუძელი და აი, მოვედი დღემდე. მე მადლობელი ვარ, რომ თქვენ ხედავთ ამას. ჩვენთან არს ღმერთი!“, - ბრძანა ილია II-ემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.