კახა კალაძე: ჩვენი ე.წ. ევროპელი მეგობრების ბოლოდროინდელ განცხადებებს არც ევროპულ ღირებულებებთან და არც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს
28-12-2022, 14:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატ ნინო წულაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 


თბილისის მერის თქმით, განცხადებები, კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე, რომელსაც ქვეყნის წინაშე დანაშაულები აქვს ჩადენილი, კატეგორიულად მიუღებელია და ევროპული ღირებულებებისგან შორსაა.

 


„ევროპულ ღირებულებებზე უკეთესი დღეს არაფერი არსებობს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რა არის ევროპა, დემოკრატია, ევროპული ღირებულებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როდესაც ჩვენი ე.წ. მეგობრები მოგვიწოდებენ აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებისკენ, რომ კონკრეტული პატიმარი გავათავისუფლოთ, რომელსაც აქვს დანაშაულები ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რა თქმა უნდა, ეს კატეგორიულად მიუღებელია. აქ შინაარსობრივად საუბარია იმაზე, რომ თუ თქვენ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ მოგცემთ კანდიდატის სტატუსსო. ახლა მე თქვენ გეკითხებით, ეს ლექსიკა და მიდგომა ნორმალურია?! ეს არის ევროპული ღირებულებები?! ასე გვინდა ავაშენოთ და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა?! მეგობრებო, პირველ რიგში, პატივი ვცეთ საკუთარ ქვეყანას, ხალხს. ვისთვის გვინდა ევროპული ღირებულებები?! რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ იმ განცხადებებს, რასაც ბოლო დღეებში ე.წ. მეგობრებისგან ვისმენთ, არც ევროპასთან, არც ევროპულ ღირებულებებთან და არც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და მერიის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარადგინა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი